მაჯის სახსრის ართროდეზის წარმატებული ოპერაცია ვეტერინარიუმში
02 ივნისი 2026
ვეტერინარიუმში მოიყვანეს 5 წლის დალმატინელი სახელად პონგო, რომელსაც ჰქონდა მაჯის სახსრის ამოვარდნილობა და მოტეხილობა.
მსგავსი დაზიანებები ვეტერინარულ ორთოპედიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ შემთხვევად მიიჩნევა. მაჯის სახსარი ცხოველის მოძრაობის დროს მნიშვნელოვან დატვირთვას იღებს და მისი სტაბილურობის დარღვევა არა მხოლოდ ტკივილს, არამედ კიდურის ფუნქციის სერიოზულ შეზღუდვასაც იწვევს. ამიტომ ასეთი ტრავმების ქირურგიული მკურნალობა განსაკუთრებულ სიზუსტესა და გამოცდილებას მოითხოვს.
პაციენტს გაუკეთდა მაჯის სახსრის ართროდეზი სპეციალური ანატომიური ტიტანის ფირფიტის გამოყენებით. ართროდეზი არის ოპერაცია, რომლის დროსაც დაზიანებული სახსარი ფიქსირდება ისე, რომ ძვლები ერთ მყარ სტრუქტურად შეხორცდეს. ეს საშუალებას იძლევა აღდგეს კიდურის სტაბილურობა და პაციენტმა შეძლოს კომფორტული გადაადგილება.
ოპერაციის დროს ასევე გამოყენებულ იქნა რეგენერაციული ძვლის ტრანსპლანტი, რომელიც არის თანამედროვე ბიოლოგიური მასალა და ის ხელს უწყობს ახალი ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნას, აჩქარებს შეხორცების პროცესს და ზრდის ძვლის სრულფასოვანი აღდგენის შესაძლებლობას.
ოპერაცია გააკეთა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ანესთეზია მართა ნათია რობაქიძემ, ხოლო ქირურგს ასისტირებას უწევდა მარიამ კაპანაძე.
პონგომ წარმატებით გაიარა რეაბილიტაციის პროცესი და დღეს უკვე სრულფასოვნად იყენებს დაზიანებულ კიდურს.
მსგავსი სიახლეები
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026
მარიამ ბერიშვილი ESAVS-ის პროგრამით, გადამზადებას გაივლის
16 აგვისტო 2026
ბიმის კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობის ოპერაცია
15 აგვისტო 2026
ბიგლი ლუსის წარმატებული ოპერაცია
14 აგვისტო 2026