მალტეზე პონკის მკურნალობა
14 აგვისტო 2026
კომპლექსური ორთოპედიული ოპერაცია ვეტერინარიუმში - მალტეზე პონკის მკურნალობა.
პონკი ვეტერინარიუმში კოჭლობის გამო მოიყვანეს. ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ ჩატარებული ორთოპედიული გამოკვლევის შედეგად პაციენტს დაუდგინდა კვირისტავის მე-4 ხარისხის ამოვარდნილობა და წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა.
პაციენტს კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრში - Vet CT • ვეტ სითი-ში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის შედეგების საფუძველზეც დაიგეგმა კომპლექსური ქირურგიული ჩარევა.
ოპერაციამდე პაციენტს ვეტერინარიუმში ჩაუტარდა მნიშვნელოვანი წინასაანესთეზიო კვლევები:
- სისხლის საერთო ანალიზი მორფოლოგიით, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ელექტროლიტების დონის განსაზღვრა
- გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა
კვლევის შედეგები შეისწავლა ვეტერინარიუმის კარდიოლოგმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ. მიღებული მონაცემების საფუძველზე მან პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური საანესთეზიო პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც საანესთეზიო რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფდა.
პონკის ჩაუტარდა კომპლექსური ორთოპედიული ოპერაცია, რომელიც რამდენიმე ქირურგიულ პროცედურას აერთიანებდა:
- ბარძაყის ძვლის დისტალური დახურული სოლისებრი ოსტეოტომია - ბარძაყის ძვლის დეფორმაციის კორექციისთვის
- ბარძაყის ძვლის კვირისტავის ჭაღის ენდოპროთეზირება - ოსტეოართრიტით დაზიანებული კვირისტავის ჭაღის ხელოვნური იმპლანტით ჩანაცვლებისთვის
- დიდი წვივის ძვლის პროქსიმალური ოსტეოტომია და დახურული სოლისებრი ოსტეოტომია - დიდი წვივის ძვლის დეფორმაციისა და დიდი წვივის პლატოს კუთხის კორექციისთვის.
ოპერაცია ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, გააკეთა. მას ასისტირებას უწევდა მარიამ კაპანაძე, ხოლო ანესთეზიას ნათია რობაქიძე მართავდა.
ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ამჟამად პონკი რეაბილიტაციის კურსს გადის.
მსგავსი სიახლეები
16 აგვისტო 2026
ბიმის კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობის ოპერაცია
15 აგვისტო 2026
ბიგლი ლუსის წარმატებული ოპერაცია
13 აგვისტო 2026
პუდელი დობის წარმატებული ოპერაცია
08 აგვისტო 2026
სალომე ბადიაშვილი მიკრობიოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაზე
04 აგვისტო 2026