მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
13 ოქტომბერი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი, მარი კაპანაძე, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის 2-თვიან პრაქტიკულ კურსს გადის. კურსი ძალიან ინტენსიურია და მისი მოცულობა 10 კრედიტს შეადგენს.
პროფესიული გადამზადება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.
მარი ტარტუში სექტემბერში 12 სექტემბერს გაემგზავრა. მისი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ფარავს კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
პრაქტიკული კურსი ტარდება უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მარი გამოცდილ ესტონელ ექიმებსა და მენტორებთან ერთად ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაშია ჩართული.
მარი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია. მისი განსაკუთრებული პროფესიული ინტერესი ქირურგიაა და სწორედ ამიტომ, ვეტერინარიუმში ის უმეტესად კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია ჩართული.
მსგავსი სიახლეები
15 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
03 ოქტომბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
26 სექტემბერი 2026