მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გაივლის
08 მაისი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი, მარი კაპანაძე, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის 7-კვირიან პრაქტიკულ კურსს გაივლის. კურსი ძალიან ინტენსიურია და მისი მოცულობა 10 კრედიტს შეადგენს.
პროფესიული გადამზადება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. მარი ტარტუში სექტემბერში გაემგზავრება. მისი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ფარავს კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
პრაქტიკული კურსი ჩატარდება უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მარი გამოცდილ ესტონელ ექიმებსა და მენტორებთან ერთად ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში ჩაერთვება, მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, გაიღრმავებს ცოდნას და განივითარებს კლინიკურ უნარებს.
მარი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია. მისი განსაკუთრებული პროფესიული ინტერესი ქირურგიაა და სწორედ ამიტომ, ვეტერინარიუმში ის უმეტესად კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია ჩართული.
ვეტერინარიუმისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლების პროფესიული განვითარება მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად მოხდეს. ჩვენი კლინიკა არ განსაზღვრავს, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდნენ ახალგაზრდა ვეტერინარები, პირიქით, ჩვენ ვუსმენთ მათ პროფესიულ ინტერესებს და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს სწორედ მათთვის საინტერესო სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას.
მსგავსი სიახლეები
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026
მარიამ ბერიშვილი ESAVS-ის პროგრამით, გადამზადებას გაივლის
16 აგვისტო 2026
ბიმის კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობის ოპერაცია
15 აგვისტო 2026
ბიგლი ლუსის წარმატებული ოპერაცია
14 აგვისტო 2026