მარიამ ბერიშვილი ESAVS-ის პროგრამით, გადამზადებას გაივლის

18 აგვისტო 2026

ვეტერინარიუმის თერაპევტი, მარიამ ბერიშვილი, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ვეტერინარული სკოლის - European School of Advanced Veterinary Studies (ESAVS) - შინაგანი მედიცინის საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამით გადამზადებას გაივლის ნიდერლანდებში. 

პროგრამის ღირებულება 4 300 ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებენ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი და ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი. 

მარიამ ბერიშვილთან ერთად, ნიდერლანდებში იმავე პროგრამაზე გადამზადებას გაივლის ვეტერინარიუმის კიდევ ერთი თერაპევტი, ნუცა ბესაშვილი (მასზე ადრე გამოვაქვეყნეთ პოსტი). მის სწავლებასაც სრულად დააფინანსებენ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი და ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი.

ESAVS-ის შინაგანი მედიცინის პროგრამა არის ძალიან კომპლექსური და აერთიანებს ჰემატოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის თანამედროვე მიდგომებს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლინიკური შემთხვევების საერთაშორისო პროტოკოლების გათვალისწინებით მართვას, ასევე ლაბორატორიული მონაცემების ინტერპრეტაციას. პროგრამის დასკვნით ნაწილში კი განიხილება კოაგულაცია და კოაგულაციის დარღვევები.

ESAVS-ის სასერტიფიკატო და სამაგისტრო პროგრამები მოიცავს უახლეს სასწავლო კურსებს ვეტერინარულ კლინიკურ დისციპლინებში. სწავლება დაფუძნებულია ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, გამოცდებსა და კლინიკურ პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. პროგრამები ტარდება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან თანამშრომლობით, დაახლოებით 20 ქვეყანაში. ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც გერმანიის ვეტერინართა ფედერალური პალატის (Bundestierärztekammer - BTK) ფარგლებში მოქმედებს. ეს აკრედიტაცია შეესაბამება ამერიკის ვეტერინარული უწყვეტი განათლების რეესტრის (RACE), დიდი ბრიტანეთის ვეტერინარ ქირურგთა სამეფო კოლეჯიის (RCVS) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) მოთხოვნებს. 

Mariam1