მეტისის ძაღლს, სნოუს ჩაუტარდა ბარძაყის ძვლის ფიქსაცია
23 აპრილი 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium-ში მეტისის ძაღლს, სნოუს, დაუდგინდა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა (AO/OTA კლასიფიკაციის მიხედვით 32A2 ტიპის მოტეხილობა).
ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები:
- რენტგენოგრაფია - მოტეხილობის ტიპის დადგენისა და ფიქსაციის დაგეგმვის მიზნით
- წინასაოპერაციო ლაბორატორიული ანალიზები - სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური პროფილი, ელექტროლიტების დონის შეფასება. ლაბორატორიული მონაცემები მნიშვნელოვანია საანესთეზიო რისკების შეფასებისა და ოპერაციული მართვის გეგმაში გათვალისწინებისათვის.
დიაგნოსტიკური შეფასების საფუძველზე დაიგეგმა ქირურგიული მკურნალობა.
პაციენტს ჩაუტარდა ბარძაყის ძვლის ფიქსაცია ანატომიური ბლოკირებული ტიტანის ფირფიტის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მოტეხილობის საიმედო სტაბილიზაციას და ოპტიმალურ პირობებს ძვლის შეხორცებისთვის.
ოპერაცია ჩაატარა კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ოპერაციული ანესთეზიის მართვა განახორციელა ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ.
პოსტს თან ერთვის ოპერაციისწინა და ოპერაციისშემდგომი რენტგენოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს როგორც მოტეხილობის საწყის მდგომარეობას, ასევე ოპერაციული ჩარევის შედეგებს.
პოსტოპერაციული პერიოდი წარიმართა შეუფერხებლად.
პაციენტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წარმატებით და სნოუ თავს კარგად გრძნობს.
მსგავსი სიახლეები
28 ოქტომბერი 2025
ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების სისტემა უკვე ვეტერინარიუმში
25 ოქტომბერი 2025
მსოფლიოში აღიარებული ვეტერინარული ქირურგიული ინსტრუმენტები პირველად საქართველოში
23 ოქტომბერი 2025
ქეთო ნატროშვილი - კლინიკა ვეტერინარიუმის ადმინისტრატორი
22 ოქტომბერი 2025
ზორგის ისტორია
22 ოქტომბერი 2025