მოლის ჩაუტარდა გასტროსკოპია და განხორციელდა უცხო სხეულის ევაკუაცია
13 მაისი 2025
კლინიკა ვეტერინარიუმში დღეს მოიყვანეს ამერიკული კოკერ სპანიელი სახელად მოლი. მას ჩაუტარდა გასტროსკოპია, რის შედეგადაც დაუდგინდა გასტრიტი და განხორციელდა მის მიერ გადაყლაპული რეზინის ბურთის ევაკუაცია (ამოღება). ბურთის შიგნით კი აღმოჩნდა პატარა ყვითელი დათუნია.
გასტროსკოპია წარმოადგენს ენდოსკოპიურ დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ვიზუალურ შეფასებას. აღნიშნული პროცედურა ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიის – მათ შორის ეროზიული, ანთებითი, ნეოპლაზიური და უცხო სხეულთან დაკავშირებული ცვლილებების – იდენტიფიცირებისა და დიფერენცირების მიზნით.
გასტროსკოპიული პროცედურა ჩატარდა ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარისა და ქირურგიის განყოფილების უფროსის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ. ანესთეზიის პროცესის ეფექტიან მართვაზე იზრუნა ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ, ხოლო ოპერაციამდე ულტრასონოგრაფიული კვლევა განახორციელა კლინიკის ვეტერინარმა და ექოსკოპისტმა ნუცა ბესაშვილმა.
ვეტერინარიუმში გასტროსკოპია ხორციელდება თანამედროვე ვეტერინარული დრეკადი ენდოსკოპიური სისტემის - Vetina ES3-ის - გამოყენებით, ხოლო ულტრასონოგრაფიული კვლევა - ვეტერინარიისთვის სპეციალიზებული მაღალი გარჩევადობის აპარატით - Vetus 50-ის საშუალებით.
მსგავსი სიახლეები
26 სექტემბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
23 სექტემბერი 2026
2 წლის მეტისი ლაიმა
13 სექტემბერი 2026
ვეტერინარიულ ორთოპედიაში ახალი ერა ვეტერინარიუმში იწყება.
12 სექტემბერი 2026
ნუცა ბესაშვილს მიენიჭა ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი.
12 სექტემბერი 2026