მსოფლიოში აღიარებული ვეტერინარული ქირურგიული ინსტრუმენტები პირველად საქართველოში
25 ოქტომბერი 2025
ციურიხიდან თბილისამდე - მსოფლიოში აღიარებული ვეტერინარული ქირურგიული ინსტრუმენტები პირველად საქართველოში.
უკვე ჩამოვიდა შვეიცარიული კომპანიის KYON-ის (Movora-ს ბრენდი) ქირურგიული ინსტრუმენტების ბრწყინვალე, დიზაინისა და ფუნქციური თვალსაზრისით უნიკალური სისტემა. ეს ინსტრუმენტები შექმნილია და გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ვეტერინარ ორთოპედ ქირურგთა მიერ (ფოტოები გადაღებულია ვეტერინარიუმში).
ამ ქირურგიული ინსტრუმენტების საშუალებით შესაძლებელი გახდება ციურიხის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების უცემენტო იმპლანტების სისტემის (Zurich Cementless Total Hip Replacement) გამოყენებით მაღალი ხარისხის პროთეზირების განხორციელება საქართველოში. KYON-ის უნიკალური პროთეზის/იმპლანტის შესახებ პოსტს და ფოტოებს მალე გაგიზიარებთ.
მისი დანერგვის შემდეგ, Veterinarium იქნება ერთადერთი ვეტერინარული კლინიკა საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში, სადაც შესაძლებელი იქნება ციურიხის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების უცემენტო სისტემით პროთეზირების გაკეთება.
იმისათვის, რომ KYON-ის ინსტრუმენტებისა და იმპლანტების შეძენისა და დანერგვის უფლება მოგვეპოვებინა, ვეტერინარიუმის ქირურგიის განყოფილების უფროსმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ წარმატებით გაიარა KYON-ის საგანმანათლებლო პროგრამის ორი საფეხური. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ სისტემა სრულად დაინერგება ჩვენს კლინიკაში.
KYON-ის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების უცემენტო სისტემის დანერგვა ვეტერინარულ ქირუგიას საქართველოში გავითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026