მტაცებელი ფრინველი, ბატკანძერი
06 ივლისი 2026
პანკისის ხეობაში ნაპოვნი 1 წლამდე ასაკის მტაცებელი ფრინველი, ბატკანძერი (ლათ. Gypaetus barbatus). ის ძალიან დასუსტებული იყო და ფრენას ვერ ახერხებდა.
კლინიკაში ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მის კუჭში ქვები იყო. ასევე, პაციენტს კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე Vet CT • ვეტ სითი-ში კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა.
უცხო სხეულების მოსაცილებლად ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ფრინველს გასტროსკოპია გაუკეთა, რომლის დროსაც კუჭიდან ქვები ამოიღო. ანესთეზია კი გიორგი მახარაძემ წარმართა.
ამჟამად ლუხუმა, როგორც მას მპოვნელმა დაარქვა, თბილისის ზოოპარკში რეაბილიტაციას გადის. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მას კვლავ პანკისის ხეობაში, თავის ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026