მუშუს მაჯა-ნების სახსრის სტაბილურობის აღდგენა ნაწილობრივი ართროდეზით
20 ივნისი 2026
ვეტერინარიუმში მეტისი კატა მუშუ მოიყვანეს მაჯა-ნების სახსრის არასტაბილურობით. ტრავმის შედეგად სახსარმა დაკარგა ნორმალური ანატომიური სტაბილურობა, რაც იწვევდა ტკივილს, კიდურის არასწორ დატვირთვასა და გადაადგილების მნიშვნელოვან შეზღუდვას.
დაზიანების ხასიათისა და არასტაბილურობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაჯის სახსრის ნაწილობრივი ართროდეზის (Partial Carpal Arthrodesis) ჩატარების შესახებ. აღნიშნული ოპერაცია გულისხმობს დაზიანებული სახსრების ქირურგიულ ფიქსაციას და მათი შერწყმის ხელშეწყობას, რის შედეგადაც ქრება პათოლოგიური მოძრაობა, მცირდება ტკივილი და აღდგება კიდურის საყრდენი ფუნქცია.
მუშუს ოპერაცია ჩაუტარდა T-ფორმის ტიტანის ბლოკირებადი ფირფიტის გამოყენებით. მსგავსი ჩარევა განსაკუთრებით რთულ ორთოპედიულ ოპერაციებს მიეკუთვნება, რადგან კატის მაჯის სახსარი მრავალი მცირე ზომის ძვლისა და იოგოვანი სტრუქტურისგან შედგება.
ოპერაცია წარმატებით გააკეთა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ხოლო ანესთეზიის მართვა უზრუნველყო ნათია რობაქიძემ. ქირურგს ასისტირებას უწევდა მარიამ კაპანაძე.
მუშუ ამჟამად პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას გადის. მსგავსი შემთხვევების დროს რეაბილიტაცია და მოძრაობის რეჟიმის მკაცრი კონტროლი ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს ძვლოვანი შეხორცებისა და კიდურის ფუნქციის აღდგენის პროცესი.
მსგავსი სიახლეები
12 სექტემბერი 2026
ნუცა ბესაშვილს მიენიჭა ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი.
11 სექტემბერი 2026
რატომ ვეტერინარიუმი
09 სექტემბერი 2026
ვეტერინარიუმის აგვისტოს ქირურგიული თავგადასავალი
08 სექტემბერი 2026
2 წლის მეტისი კატა, სახელად მაია
28 აგვისტო 2026