ნამცოს ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია ვეტერინარიუმში
01 მაისი 2026
ნამცოს ვეტერინარიუმში გაუკეთდა ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე, უფრო უსაფრთხო და ცხოველის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მეთოდს.
სტერილიზაცია გააკეთა კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ხოლო ანესთეზიის პროცესი მართა ნათია რობაქიძემ. ქირურგს ასისტირებას უწევდა მარი კაპანაძე.
ქირურგიულ ჩარევამდე ნამცოს ჩაუტარდა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა და წინასაანესთეზიო ანალიზები, რომლებიც მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს მორფოლოგიით, ბიოქიმიურ პროფილსა და ელექტროლიტების დონის განსაზღვრას.
გარდა ამისა, პაციენტს კლინიკის თერაპევტების გადაწყვეტილებით ჩაუტარდა PCR ტესტირება ძაღლის 8 ვექტორულ დაავადებაზე, რათა ოპერაციამდე გამოერიცხათ ინფექციური პათოლოგიები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ზოგად მდგომარეობაზე, იმუნურ სტატუსსა და ანესთეზიის უსაფრთხოებაზე. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვექტორული ინფექციები გამოირიცხა.
გულის ექოსკოპიის, წინასაანესთეზიო ანალიზებისა და PCR ტესტის შედეგების გათვალისწინებით ნამცოს გაუკეთდა ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია და ის თავს კარგად გრძნობდა უკვე იმავე დღეს.
როგორც ოპერაციის, ისე ექოსკოპიისა და კვლევების ხარჯი სრულად დაფარა ჩვენმა კლინიკამ, რადგან ნამცო ქალბატონი ინგა ყაველაშვილის ძაღლია. ქალბატონი ინგა ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით ზრუნავდა ათობით ცხოველზე, ამიტომ გვინდოდა მისი შვილის, თინას მხარდაჭერა და ჩვენი მცირე წვლილის შეტანა ნამცოსთვის ახალი, მზრუნველი პატრონის მოძიებაში.
წარმატებებს ვუსურვებთ თინას და ნამცოს.
მსგავსი სიახლეები
04 მაისი 2026
კოკოს ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია ვეტერინარიუმში
30 აპრილი 2026
პირველი ქართული სტატია ვეტერინარული ქირურგიის შესახებ საერთაშორისო ჟურნალში
29 აპრილი 2026
რთული ნეიროქირურგიული ოპერაციიდან მე-3 დღე
25 აპრილი 2026
შადოუს შთამბეჭდავი ისტორია
22 აპრილი 2026