ნათია რობაქიძე მონაწილეობას მიიღებს ვეტერინარულ კარდიოლოგიურ მასტერკლასში
17 დეკემბერი 2025
ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტი და ანესთეზიოლოგი, ნათია რობაქიძე მონაწილეობას მიიღებს ვეტერინარულ კარდიოლოგიურ მასტერკლასში, რომელიც 23-24 იანვარს დუბაიში ჩატარდება.
მონაწილეობის ხარჯებს ფარავს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი და ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი.
SkillVet-ის მიერ ორგანიზებული ვეტერინარული კარდიოლოგიის ინტენსიური მასტერკლასის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ელექტროკარდიოგრამის (ECG) ჩაწერასა და ინტერპრეტაციაზე, არითმიების ამოცნობაზე, გულის დიაგნოსტიკასა და გადაუდებელი კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.
კურსს უძღვება Laurent Locquet, სერტიფიცირებული სპეციალისტი ვეტერინარულ კარდიოლოგიაში (Diplomate ECVIM-CA (Cardiology)) და ნოტინგემის უნივერსიტეტის საპატიო ასისტენტ-პროფესორი. ის ცნობილია მკაფიო, კლინიკაზე ორიენტირებული სწავლების სტილით და რთული კარდიოლოგიური კონცეფციების ყოველდღიურ პრაქტიკაში მარტივად გამოყენებად ინსტრუმენტებად გადმოცემის უნარით.
პრაქტიკული მეცადინეობები, კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლების ფორმატი, მცირე ჯგუფებში მუშაობა და შესავალი ვებინარი უზრუნველყოფს ცოდნის სწრაფ და პრაქტიკაში დაუყოვნებლივ გამოსაყენებელ ათვისებას.
ასევე, ნათია რობაქიძემ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხარდაჭერით 2025 წლის ზაფხულში ესპანეთში გაიარა European School of Advanced Veterinary Studies (ESAVS)-ის საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამა კარდიოლოგიაში.
მსგავსი სიახლეები
22 აპრილი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია
20 აპრილი 2026
ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში
19 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის თანამშრომლის, ბარბარე ქურციკიძის ქრონიკები ბუქარესტიდან
19 აპრილი 2026
დილატაციური კარდიომიოპათია კოკერ სპანიელებში
18 აპრილი 2026