ნათია რობაქიძემ წარმატებით დაასრულა აკრედიტებული კარდიოლოგიის პროგრამა
03 ივლისი 2025
ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ, წარმატებით დაასრულა European School of Advanced Veterinary Studies (ESAVS)-ის საერთაშორისო, აკრედიტებული კარდიოლოგიის პროგრამა, რომელიც წელს ჩატარდა პალმა დე მალიორკაზე (ესპანეთი).
ნათია რობაქიძე არის პირველი ვეტერინარი საქართველოდან, რომელმაც გაიარა ESAVS-ის კარდიოლოგიის კურსი. ეს მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
ანესთეზიოლოგისთვის კარდიოლოგიის ცოდნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის საფუძველს პაციენტის მდგომარეობის ჰოლისტიკური, მრავალმხრივი და სისტემური შეფასებისთვის.
კვალიფიცირებულ ანესთეზიოლოგს ეძლევა შესაძლებლობა, სწრაფად და ზუსტად შეაფასოს პაციენტის გულის ფუნქცია, განსაზღვროს ანესთეზიის ინდივიდუალური რისკები და შეარჩიოს ყველაზე უსაფრთხო და მიზანშეწონილი ანესთეზიური პროტოკოლი. ამავდროულად, მას შეუძლია დროულად ამოიცნოს გულის პათოლოგიები, რომლებიც შესაძლოა კლინიკურად შეუმჩნეველი იყოს, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდეს როგორც ოპერაციის, ისე პოსტოპერაციული პერიოდის განმავლობაში.
ნათიას მონაწილეობა ESAVS-ის კარდიოლოგიის პროგრამაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი პროფესიული განვითარებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს ვეტერინარული სფეროსათვის. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ხელს შეუწყობს ვეტერინარული კარდიოლოგიის გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში.
ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც მოქმედებს გერმანიის ფედერალური ვეტერინართა პალატის (Bundestierärztekammer – BTK) ფარგლებში. ეს აკრედიტაცია სრულად შეესაბამება ამერიკის უწყვეტი ვეტერინარული განათლების რეესტრის (RACE), დიდი ბრიტანეთის სამეფო ვეტერინართა კოლეგიის (RCVS) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) მოთხოვნებს.
მსგავსი სიახლეები
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026
მარიამ ბერიშვილი ESAVS-ის პროგრამით, გადამზადებას გაივლის
16 აგვისტო 2026
ბიმის კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობის ოპერაცია
15 აგვისტო 2026
ბიგლი ლუსის წარმატებული ოპერაცია
14 აგვისტო 2026