ნინო ყუშიტაშვილი და გიორგი ლოლაძე ესტონეთში გაივლიან პროფესიულ გადამზადებას
19 დეკემბერი 2025
კლინიკა ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტი, ნინო ყუშიტაშვილი და ვეტერინარი-ასისტენტი გიორგი ლოლაძე ესტონეთში გაივლიან 7-კვირიან ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას.
პროფესიული გადამზადების ეს ბრწყინვალე შესაძლებლობა ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ნინო და გიორგი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის მიმართულებით გაივლიან 7-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომლის მოცულობაც 10 კრედიტს შეადგენს. პრაქტიკული კურსი ტარდება ამავე უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც გამოცდილი ექიმები მენტორობას უწევენ მონაწილეებს, უზიარებენ ცოდნას და ხელს უწყობენ მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
ნინო და გიორგი ტარტუში ივნისში გაემგზავრებიან. მათი გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ფარავენ კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026