ნინო ყუშიტაშვილის ინტენსიური პროფესიული გადამზადება ესტონეთში
13 ივლისი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმის ფართო პროფილის ვეტერინარი ნინო ყუშიტაშვილი ესტონეთში 9-კვირიან ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის.
პროფესიული გადამზადების ეს შესაძლებლობა ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ნინო, ვეტერინარიუმის კიდევ ერთ თანამშრომელთან, გიორგი ლოლაძესთან ერთად, ამჟამად ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის მიმართულებით 9-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს გადის, რომლის მოცულობაც 10 ECTS კრედიტს შეადგენს. პრაქტიკული კურსი ტარდება ამავე უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც გამოცდილი ექიმები მენტორობას უწევენ მონაწილეებს, უზიარებენ ცოდნას და ხელს უწყობენ მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
როგორც ნინოს, ისე გიორგის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად აფინანსებენ კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
მსგავსი სიახლეები
26 სექტემბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
23 სექტემბერი 2026
2 წლის მეტისი ლაიმა
13 სექტემბერი 2026
ვეტერინარიულ ორთოპედიაში ახალი ერა ვეტერინარიუმში იწყება.
12 სექტემბერი 2026
ნუცა ბესაშვილს მიენიჭა ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი.
12 სექტემბერი 2026