ნუცა ბესაშვილი ესტონეთში გაივლის გადამზადებას
30 აგვისტო 2025
კლინიკა ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტი და ექოსკოპისტი ნუცა ბესაშვილი ესტონეთში გაივლის ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას.
პროფესიული გადამზადება შესაძლებელი გახდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ნუცა ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის მიმართულებით გაივლის 7-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომლის მოცულობაც 10 კრედიტს შეადგენს. პრაქტიკული კურსი ტარდება ამავე უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც გამოცდილი ექიმები მენტორობას უწევენ მონაწილეებს, უზიარებენ ცოდნას და ხელს უწყობენ მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
ნუცა პროფესიულ პრაქტიკას 29 სექტემბერს დაიწყებს. მისი გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ფარავენ კლინიკა ვეტერინარიუმი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026