პირველი ქართული სტატია ვეტერინარული ქირურგიის შესახებ საერთაშორისო ჟურნალში
30 აპრილი 2026
გამოქვეყნდა საქართველოდან პირველი სტატია ვეტერინარული ქირურგიის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.
ენოტი ცაცუნას ლაპაროსკოპიული სტერილიზაციის შესახებ ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სტატია გამოქვეყნდა საერთაშორისოდ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში.
სტატია ეძღვნება ცაცუნასა და კიდევ ათობით ცხოველზე მზრუნველსა და დამცველს, ქალბატონ ინგა ყაველაშვილის ხსოვნას: “In memory of Inga Kavelashvili† (Lagodekhi, Georgia)”
ჩვენ მას დავპირდით, რომ საერთაშორისო ჟურნალში სტატიას გამოვაქვეყნებდით და ეს დაპირება შევასრულეთ.
საქართველოდან ინგლისურენოვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ვეტერინარული სტატიების რაოდენობა ძალიან მწირია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საბჭოთა პერიოდმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართულ ვეტერინარიას, შეაფერხა რეალურ საერთაშორისო ცოდნასთან კავშირი და შექმნა მცდარი წარმოდგენა, თითქოს იმ პერიოდში ვეტერინარია განვითარებული იყო.
სტატია გამოქვეყნდა Clinical Case Reports-ში, რომელიც არის საერთაშორისოდ რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო აკადემიურ გამომცემლობაში - John Wiley & Sons (Wiley).
Wiley არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ავტორიტეტული აკადემიური გამომცემლობა მსოფლიოში. იგი გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალებს, აკადემიურ წიგნებსა და ენციკლოპედიებს სხვადასხვა დარგში. გამომცემლობა დაარსდა 1807 წელს აშშ-ში და გამოირჩევა მაღალი სამეცნიერო სტანდარტებით, მკაცრი რეცენზირების პროცესითა და მრავალფეროვანი, მაღალრეიტინგული გამოცემებით მედიცინის, ვეტერინარიის, ბიოლოგიის და სხვა სფეროებში.
Wiley Open Access პლატფორმა უზრუნველყოფს, რომ თანამედროვე კვლევები იყოს თავისუფლად ხელმისაწვდომი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცოდნის გავრცელებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.
სტატიის გამოქვეყნების ხარჯი დაფარა კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა.
სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1002/ccr3.72632
მსგავსი სიახლეები
29 აპრილი 2026
რთული ნეიროქირურგიული ოპერაციიდან მე-3 დღე
25 აპრილი 2026
შადოუს შთამბეჭდავი ისტორია
22 აპრილი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია
20 აპრილი 2026
ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში
19 აპრილი 2026