აგრარულმა უნივერსიტეტმა ქიმიის საერთაშორისო ტურნირს (IChTo-2023) უმასპინძლა
12 სექტემბერი 2023
აგრარულმა უნივერსიტეტმა 19-22 აგვისტოს ქიმიის საერთაშორისო მე-6 ტურნირს უმასპინძლა კახა ბენდუქიძის კამპუსში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
ქიმიის საერთაშორისო ტურნირში (IChTo-2023) მონაწილეობას იღებდა მექსიკის, რუმინეთის (2 გუნდი), უნგრეთის, სინგაპურის, ტაილანდის (2 გუნდი) და საქართველოს გუნდები.
ტურნირის მონაწილე გუნდები სამი დღის განმავლობაში ახდენდნენ რთული სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტის დემონსტრირებას, მიმოხილვასა და ერთმანეთის ოპონირებას. თითოეული გუნდის სხვადასხვა ამპლუაში გამოსვლას აფასებდა საერთაშორისო ჟიური.
მიღებული შედეგების მიხედვით სხვადასხვა ნომინაციაში გაიცა როგორც გუნდური, ისე პირადი მედლები და სერტიფიკატები. ტურნირის გამარჯვებული გახდა გუნდი Hungarian Team Red (უნგრეთი), რომელსაც გადაეცა ოქროს მედლები და სპეციალური თასი. მას უმნიშვნელოდ ჩამორჩა სინგაპურის გუნდი OgaNUSHon და უნგრეთის გუნდი Hungarian Team Green. ქულათა შორის მცირე განსხვავების გამო ჟიურის გადაწყვეტილებით ორივე გუნდს ვერცხლის მედლები მიენიჭა. ტაილანდის გუნდმა KVIS კი მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მიიღო.
საქართველოს ნაკრებმა გუნდური მე-5 ადგილი დაიკავა და პირად ჩათვლაში სამი ბრინჯაოს მედალი (არჩილ წიკლაური, კონსტანტინე დავითაშვილი, თემიკო მაჭავარიანი) მოიპოვა. გუნდი დაკომპლექტებული იყო თბილისის 42-ე საჯარო სკოლისა და მწვანე სკოლის მოსწავლეებით.
საქართველოს გუნდი ასპარეზობაზე თინათინ ბუთხუზის, სოფიკო ფაცაციასა და ლაშა ხუციშვილის ხელმძვანელობით წარსდგა.
მსგავსი სიახლეები
27 დეკემბერი 2025
მოტობურთი 2025
16 დეკემბერი 2025
დასაქმების ფორუმი კამპუსში
16 დეკემბერი 2025
მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს - მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
10 დეკემბერი 2025
Vet CT • ვეტ სითი კახა ბენდუქიძის კამპუსში
09 დეკემბერი 2025