რთული კარდიოლოგიური კლინიკური შემთხვევა.
15 აპრილი 2026
დუკი, პომერანული შპიცი, 9 წლის, კლინიკა ვეტერინარიუმში რამდენიმე თვის წინ მოიყვანეს. ვიზიტის მიზეზი იყო სუნთქვის უკმარისობა, სპაზმური ხველა, ციანოზური ლორწოვანი გარსები, დაღლილობა და ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა.
ფიზიკური გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა პათოლოგიური შუილი, არითმია და დისპნოე. პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები არ შეესაბამებოდა ნორმას, რის საფუძველზეც გაჩნდა ეჭვი გულის უკმარისობით გამოწვეულ ფილტვის შეშუპებაზე.
დუკის ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა, რომელმაც აჩვენა კარდიომეგალია და ფილტვებში შეშუპებითი პროცესი. გულის ულტრაბგერითი კვლევით დადასტურდა მიტრალური სარქვლის მიქსომატოზური დაავადება (Myxomatous Mitral Valve Disease, MMVD), ACVIM სტადია D, რაც გულის პათოლოგიის ხანგრძლივ პროგრესირებას და ბოლო სტადიას ნიშნავს.
კვლევების საფუძველზე, კლინიკის კარდიოლოგმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ მიიღო გადაწყვეტილება დუკის ჰოსპიტალიზაციის შესახებ, რადგან ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მისი სახლში გაწერა მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული. დაუყოვნებლივ დაიწყო ინტენსიური თერაპია, რომელიც მოიცავდა ოქსიგენოთერაპიას, გულის ფუნქციის მხარდაჭერას, ფილტვის შეშუპების მართვასა და არითმიის კორექციას.
დუკი ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვეტერინარიუმში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, საღამოს იგი რეკომენდაციებით გაეწერა სახლში და დაიწყო ინტენსიური დისტანციური მონიტორინგი ნათია რობაქიძის ზედამხედველობით. ინსტრუქციის გათვალისწინებით პატრონი რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას გულისცემის სიხშირის, სუნთქვის სიხშირისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ.
19 მარტს დუკი გეგმიური კონტროლის მიზნით კვლავ ესტუმრა კლინიკას. ჩაუტარდა განმეორებითი ფიზიკური გამოკვლევა, გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა და ლაბორატორიული ანალიზები, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმია და ელექტროლიტების პროფილი.
განმეორებითი გამოკვლევების შედეგების მიხედვით, დუკის მდგომარეობა სტაბილურია. ეს ნიშნავს, რომ სწორად შერჩეული მკურნალობის შედეგად მიღწეულია კლინიკური გაუმჯობესება მიუხედავად დაავადების ბოლო სტადიისა, რაც მნიშვნელოვან პროფესიულ შედეგს წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
18 აპრილი 2026
ძაღლში ბაბეზიოზის, ერლიხიოზისა და IMHA-ს დიაგნოსტიკა და მართვა
17 აპრილი 2026
ბარბარე ქურციკიძე ESAVS-ის საერთაშორისოდ აკრედიტებულ ქირურგიულ პროგრამაში
15 აპრილი 2026
პერიკარდიოცენტეზი ვეტერინარიუმში - ძალიან რთული კლინიკური შემთხვევა
14 აპრილი 2026
განსაკუთრებით რთული და კომპლექსური კლინიკური შემთხვევა
13 აპრილი 2026