სალომე ბადიაშვილი ვეტერინარიუმის ვეტერინარი-ასისტენტი
24 სექტემბერი 2025
სალომე ბადიაშვილი ვეტერინარიუმის ვეტერინარი-ასისტენტია თერაპიისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით. ის ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სალომემ ერთი სემესტრი ისწავლა ესტონეთში.
ესტონეთში სწავლის პერიოდში მან ყველა საგანი უმაღლესი A შეფასებით დაასრულა და გაიარა ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინები, როგორიცაა: ვეტერინარული მიკრობიოლოგია, ცხოველთა ინფექციური დაავადებები, პათოლოგიური მორფოლოგია, ვეტერინარული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სურსათის ჰიგიენის საფუძვლები, წარმოებისა და ცხენის კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, მეანობა და გინეკოლოგია, ინფორმატიკა და ბიომეტრია.
ასევე, სალომე შეირჩა HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად და აგვისტოში 2 კვირით იაპონიაში იმყოფებოდა. HLAB წარმოადგენს ლიბერალური განათლების საზაფხულო სკოლას, რომლის ფარგლებშიც იაპონელ სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ მრავალფეროვანი ლექციები და მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში. სალომემ მათ ვეტერინარული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ სემინარები ჩაუტარა და გააცნო ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობა და პრაქტიკული როლი თანამედროვე ვეტერინარიაში.
სალომეს ინტერესის სფეროებია შინაგანი მედიცინა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ის გეგმავს სწავლისა და კვლევის გაგრძელებას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
15 ივნისი 2026
TPLO ოპერაცია
09 ივნისი 2026
ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროთი მოტეხილობის მკურნალობა
05 ივნისი 2026
ბარბარე ქურციკიძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გაივლის
02 ივნისი 2026
მაჯის სახსრის ართროდეზის წარმატებული ოპერაცია ვეტერინარიუმში
26 მაისი 2026