სალომე ბადიაშვილი შეირჩა HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად
21 ივლისი 2025
სალომე ბადიაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მე-5 კურსის სტუდენტი და კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი, შეირჩა HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად და აგვისტოში, 2 კვირით გაემგზავრება იაპონიაში.
HLAB 2025-ის საზაფხულო პროგრამა აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებიც იაპონელ სკოლის მოსწავლეებს გაუწევენ მენტორობას, გაუზიარებენ გამოცდილებას და ჩაუტარებენ სემინარებს სხვადასხვა თემაზე.
HLAB წარმოადგენს ლიბერალური განათლების საზაფხულო სკოლას, რომელიც ახალისებს მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებას, მორგებულს თანამედროვე სამყაროს მრავალფეროვან და ცვალებად რეალობაზე.
პროგრამის სახელწოდება ასახავს მის მთავარ ფილოსოფიას:
- H აღნიშნავს House-ს
- LAB ნიშნავს Liberal Arts beyond Borders (ლიბერალური განათლება საზღვრებს მიღმა)
სალომეს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ვეტერინარული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ სემინარის შემუშავება და ჩატარება, რომელიც იაპონელ მოსწავლეებს გააცნობს ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობასა და პრაქტიკულ როლს თანამედროვე ვეტერინარიაში.
პროგრამაში მონაწილეობის ყველა ხარჯს სრულად აფინანსებს HLAB.
მსგავსი სიახლეები
22 აპრილი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია
20 აპრილი 2026
ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში
19 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის თანამშრომლის, ბარბარე ქურციკიძის ქრონიკები ბუქარესტიდან
19 აპრილი 2026
დილატაციური კარდიომიოპათია კოკერ სპანიელებში
18 აპრილი 2026