შპიცი ბოას ისტორია
21 ნოემბერი 2025
გაიცანით შპიცი სახელად ბოა.
პაციენტს წვრილ ნაწლავში ჰქონდა დაახლოებით 12 სმ სიგრძის უცხო სხეული - სათამაშოს ფრაგმენტი და ქსოვილი ლითონის ელვით. უცხო სხეულის ხანგრძლივი (დაახლოებით 4-დღიანი) რეტენციის გამო მას აღენიშნებოდა ნაწლავის ობსტრუქციის ნიშნები და საერთო მდგომარეობის გაუარესება.
ვეტერინარიუმში ჩატარდა შემდეგი ინვაზიური და დიაგნოსტიკური პროცედურები:
- ენტეროტომია და უცხო სხეულის ევაკუაცია წვრილი ნაწლავიდან
- გასტროსკოპია, რითაც გამოვლინდა რეტენციისა და ლოკალური
ანთებითი პროცესით გამოწვეული მცირე ზომის კუჭის ლორწოვანის წყლულები და გასტრიტი
პროცედურები გააკეთა ვეტერინარიუმის ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ხოლო ანესთეზია წარმართა ნათია რობაქიძემ.
ვეტერინარიუმში აღნიშნული პროცედურები ხორციელდება ცხოველის ენდოსკოპიური სისტემის Mindray Vetina ES3-ის გამოყენებით.
ანესთეზიისთვის კი გამოიყენება ცხოველის ანესთეზიის აპარატი Mindray Veta 5 Premium, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პაციენტის ზუსტი მონიტორინგი, ინჰალაციური ანესთეზიის მართვა და ფილტვების სწორი ვენტილაცია მართვითი სუნთქვის სისტემის დახმარებით.
ბოა ამჟამად თავს კარგად გრძნობს. და აგრძელებს მკურნალობას კუჭის წყლულებსა და გასტრიტზე, ვეტერინარიუმის თერაპევტის ბარბარე ქურციკიძის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით.
მსგავსი სიახლეები
22 აპრილი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია
20 აპრილი 2026
ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში
19 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის თანამშრომლის, ბარბარე ქურციკიძის ქრონიკები ბუქარესტიდან
19 აპრილი 2026
დილატაციური კარდიომიოპათია კოკერ სპანიელებში
18 აპრილი 2026