უცხო სხეულის თორაკოსკოპიული ევაკუაცია
03 ივლისი 2026
ვეტერინარიუმში მოიყვანეს 2 წლის მეტისი ლაიმა, რომელსაც დაუდგინდა გულმკერდის ღრუში არსებული უცხო სხეული - დაახლოებით 15 სმ სიგრძის ბამბუკის შამფური.
კახა ბენდუქიძის კამპუსში მდრბარე Vet CT • ვეტ სითი-ში გადაღებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ უცხო სხეული მდებარეობდა მარცხენა ფილტვის წილების მიდამოში, II-XI ნეკნებს შორის.
კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, პაციენტს გაუკეთა უცხო სხეულის თორაკოსკოპიული ევაკუაცია. თორაკოსკოპია თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მეთოდია, რომელიც მცირე ზომის განაკვეთებით ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, ამცირებს ოპერაციულ ტრავმას, ოპერაციის შემდგომ ტკივილს და მნიშვნელოვნად აჩქარებს პაციენტის რეაბილიტაციას.
უცხო სხეულის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა ორი 5 მმ-იანი პორტის გამოყენებით.
ანესთეზიის პროცესი მართა ვეტერინარმა ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ, ხოლო ქირურგს ასისტირებას უწევდა მარი კაპანაძე.
მსგავსი სიახლეები
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
03 ოქტომბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
26 სექტემბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
23 სექტემბერი 2026