ვეტერინარიულ ორთოპედიაში ახალი ერა ვეტერინარიუმში იწყება.
13 სექტემბერი 2026
20 აგვისტოს ვეტერინარიუმი გახდა პირველი ვეტერინარიული კლინიკა საქართველოში და მთლიანად რეგიონში, სადაც ცხოველებს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება შვეიცარიული კომპანია KYON-ის უცემენტო საპროთეზო სისტემით გაუკეთდათ.
პაციენტები იყვნენ სპეციალურად სომხეთიდან ჩამოყვანილი გოლდენ რეტრივერი და ამერიკული ოჯახის გერმანული ნაგაზი. ოპერაციები ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა, ბელგიელი ვეტერინარი ორთოპედი ქირურგისა და KYON-ის ინსტრუქტორის, კრის კემპსის ასისტირებით. ანესთეზიის მართვა ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ უზრუნველყო.
მსგავსი სიახლეები
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
03 ოქტომბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
26 სექტემბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
23 სექტემბერი 2026