ვეტერინარიუმის აგვისტოს ქირურგიული თავგადასავალი
09 სექტემბერი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმისთვის აგვისტო განსაკუთრებით გამორჩეული თვე იყო. გაკეთდა არაერთი რთული და მრავალფეროვანი ოპერაცია, რომელთა ნაწილიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება, ზოგიერთი მათგანი კი რეგიონში პირველად შესრულდა.
აგვისტოში გაკეთდა:
- მხრის ძვლის დისტალური მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობა - 1 ოპერაცია
- კვირისტავის ღარის ენდოპროთეზირება, ბარძაყისა და დიდი წვივის ძვლების სოლისებურ ოსტეოტომიასთან ერთად - 1 ოპერაცია
- კისრის მალთაშუა დისკის თიაქრის ქირურგიული მკურნალობა - 2 ოპერაცია
- TPLO - 2 ოპერაცია. TPLO არის მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების მკურნალობის თანამედროვე ქირურგიული მეთოდი, რომელიც სახსრის სტაბილურობას წვივის ძვლის ბიომექანიკის შეცვლით აღადგენს
- მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება KYON-ის ციურიხის საპროთეზო სისტემით - 2 ოპერაცია, რომლებიც რეგიონში პირველად გაკეთდა
- მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რეზექცია - 1 ოპერაცია
- ფარისებრი ჯირკვლის რეზექცია - 1 ოპერაცია
- ბარძაყის ძვლის თავის მრგვალი იოგის პროთეზირება - 1 ოპერაცია
- ბარძაყის ძვლის თავისა და ყელის რეზექცია - 3 ოპერაცია
- ლაპაროსკოპიული კუჭის ბიოფსია და ლიმფური კვანძის აბსცესის დრენირება - 1 ოპერაცია.
და ეს არ არის სრული სია
ყველა ჩამოთვლილი ქირურგიული ჩარევა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, გააკეთა. ანესთეზიას მართავდა კლინიკის ანესთეზიოლოგი და კარდიოლოგი, ნათია რობაქიძე, ხოლო ქირურგს ასისტირებას უწევდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტები, მარიამ კაპანაძე და ლუკა ღლონტი.
ამ სირთულის ოპერაციების უსაფრთხოდ და მაღალი პროფესიული სტანდარტით ჩატარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურაც უზრუნველყოფს. საქართველოში ვეტერინარიუმის ქირურგიული სივრცე გამორჩეულად თანამედროვე, დიდი და ნათელია. იგი აღჭურვილია რთული ქირურგიული ჩარევებისა და პაციენტების მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგისთვის საჭირო ტექნოლოგიებით.
გაბრიელ გარსია მარკესმა „შევხვდებით აგვისტოში“ დაგვითქვა. ვეტერინარიუმისთვის კი ეს შეხვედრა გამორჩეულად რთული და მრავალფეროვანი ქირურგიული თავგადასავალი აღმოჩნდა.