ვეტერინარიუმის გუნდს შემოუერთდა მარიამ ბერიშვილი
23 სექტემბერი 2025
ვეტერინარიუმის გუნდს თერაპიის მიმართულებით ვეტერინარი ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა მარიამ ბერიშვილი. მარიამი ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელ უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მარიამმა 2 სემესტრი ისწავლა და ინტენსიური პროფესიული პრაქტიკა გაიარა ესტონეთში.
ესტონეთში სწავლის პერიოდში მარიამმა წარმატებით გაიარა ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინები/კურსები, როგორიცაა: დერმატოლოგია და ალერგოლოგია, ოფთალმოლოგია, ნევროლოგია, ანესთეზიოლოგია, ტკივილის მართვა, კლინიკური ფარმაკოლოგია, პათოლოგიური მორფოლოგია და ნეკროფსია, ცხოველთა ინფექციური დაავადებები, პარაზიტოლოგია და პარაზიტული დაავადებები, წვრილი ცხოველების შინაგანი დაავადებები, ქირურგია, წვრილი ცხოველების კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ფრინველის დაავადებები და ვეტერინარული კლინიკური უნარები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მარიამმა გაიარა ინტენსიური 7-კვირიანი პრაქტიკული სწავლება წვრილი ცხოველების მედიცინაში ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში. სადაც გამოცდილი ექიმები მენტორობას უწევდნენ, უზიარებდნენ ცოდნას და ხელს უწყობდნენ მისი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
მსგავსი სიახლეები
13 ივლისი 2026
ნინო ყუშიტაშვილის ინტენსიური პროფესიული გადამზადება ესტონეთში
11 ივლისი 2026
გიორგი ლოლაძე ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
10 ივლისი 2026
ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა იორკშირელ ტერიერში
07 ივლისი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე ალდო ვეცონის კლინიკაში
06 ივლისი 2026