ვეტერინარიუმის კიდევ ერთი თანამშრომელი გაივლის ინტენსიურ პრაქტიკას ესტონეთში
24 იანვარი 2026
ვეტერინარიუმის კიდევ ერთი თანამშრომელი გაივლის ინტენსიურ პრაქტიკას ესტონეთში.
კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი-ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, წვრილი ცხოველების მედიცინის მიმართულებით, გაივლის 7-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომლის მოცულობაც 10 კრედიტს შეადგენს.
პრაქტიკული კურსი ჩატარდება ამავე უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც გამოცდილ ექიმებთან ერთად ლუკა მენტორობის ფარგლებში მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, გაიღრმავებს ცოდნას და განივითარებს კლინიკურ უნარებს.
ლუკა ტარტუში ოქტომბერში გაემგზავრება. მისი გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯებს ფარავს კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ლუკა უკვე სწავლობდა ერთი სემესტრის განმავლობაში ესტონეთში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
სწავლის პერიოდში მან ყველა საგანი უმაღლესი შეფასებით დაასრულა და გაიარა ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინები, როგორიცაა: ქირურგია, ვეტერინარული კლინიკური უნარები, პარაზიტოლოგია და პარაზიტული დაავადებები, დერმატოლოგია და ალერგოლოგია, კლინიკური ფარმაკოლოგია, წვრილი ცხოველების კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და ფრინველის დაავადებები.
მსგავსი სიახლეები
28 აგვისტო 2026
მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026