WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
17 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარმა ასისტენტმა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტმა, სალომე ბადიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026-ში, რომელიც 13-15 ოქტომბერს ვარშავაში, პოლონეთში გაიმართა.
კონგრესი წვრილი ცხოველების ვეტერინარული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვეტერინარებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს. კონგრესის სესიები დაეთმო წვრილი ცხოველების მედიცინის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის შინაგან მედიცინას, ქირურგიას, ორთოპედიას, ანესთეზიოლოგიასა და ტკივილის მართვას, გადაუდებელ და ინტენსიურ თერაპიას, ონკოლოგიას, კარდიოლოგიას, ნევროლოგიასა და სხვა კლინიკურ მიმართულებებს. პროგრამა ასევე მოიცავდა დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომებს, ცხოველთა კვებისა და კეთილდღეობის საკითხებს და ვეტერინარულ პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
სალომე FECAVA Student Travel Scholarship 2026-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ევროპის კომპანიონ ცხოველთა ვეტერინარული ასოციაციების ფედერაციის (FECAVA) ეს სტიპენდია ევროპის ვეტერინარული სკოლების სტუდენტებს კონგრესზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს.
მოპოვებულ სტიპენდიასთან ერთად, სალომეს პოლონეთში გამგზავრება და კონგრესში მონაწილეობა ფინანსურად მხარდაჭერილი იყო ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდის მიერაც.
დეტალური ინფორმაცია კონგრესის შთამბეჭდავი პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://wsava-congress.org/.../2026/10/WSAVA26-PAAG-v64.pdf
მსგავსი სიახლეები
15 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
13 ოქტომბერი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
03 ოქტომბერი 2026