ენოტი ცაცუნას ისტორია
14 აგვისტო 2025
უსაყვარლეს ენოტს სახელად ცაცუნა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში ჩაუტარდა:
- მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია
- მუცლის კედლის თიაქრის ჰერნიორაფია. თიაქრის ღრუში აღმოჩნდა გადმოსული ბადექონი (omentum)
ცაცუნას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს, არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი.
ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარმართა ნათია რობაქიძემ, რომელსაც ანესთეზიოლოგიის მიმართულებით გავლილი აქვს სპეციალიზებული გადამზადება პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.
მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ჩაატარა ნუცა ბესაშვილმა.
ოპერაციის შემდეგ ცაცუნა თავს შესანიშნავად გრძნობს.
მსგავსი სიახლეები
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026
მარიამ ბერიშვილი ESAVS-ის პროგრამით, გადამზადებას გაივლის
16 აგვისტო 2026
ბიმის კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობის ოპერაცია
15 აგვისტო 2026
ბიგლი ლუსის წარმატებული ოპერაცია
14 აგვისტო 2026