ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის
15 ოქტომბერი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის 2-თვიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს გადის. კურსის მოცულობა 10 კრედიტს შეადგენს
პრაქტიკული კურსი ტარდება უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ლუკა გამოცდილი ვეტერინარი ექიმების მენტორობით იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას, იღრმავებს პროფესიულ ცოდნას და ივითარებს კლინიკურ უნარებს.
ლუკა ტარტუში 12 სექტემბერს გაემგზავრა. მისი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები დაფარეს კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდმა და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა.
2024 წელს ლუკა უკვე სწავლობდა ესტონეთში ერთი სემესტრის განმავლობაში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სწავლის პერიოდში მან ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო. გავლილ დისციპლინებს შორის იყო ქირურგია, ვეტერინარული კლინიკური უნარები, პარაზიტოლოგია და პარაზიტული დაავადებები, დერმატოლოგია და ალერგოლოგია, კლინიკური ფარმაკოლოგია, წვრილი ცხოველების კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და ფრინველის დაავადებები.
მსგავსი სიახლეები
13 ოქტომბერი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის
06 ოქტომბერი 2026
პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი
04 ოქტომბერი 2026
კოკერ-სპანიელი ლუსი
03 ოქტომბერი 2026
კომპანიონი ცხოველების შინაგანი მედიცინის 36-ე ევროპული კონგრესი
26 სექტემბერი 2026